თოდუას კლინიკა 1991 წელს აკადემიკოს ფრიდონ თოდუას მიერ დაარსდა. მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი ექიმებით, აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით, ფლობს მძლავრ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას და გამორჩეულია მყუდრო, კომფორტული გარემოთი. 2022 წელს კლინიკის პირველი ფილიალი - „თოდუას კლინიკა ვერა“ გაიხსნა. ფილიალი კომფორტული, თანამედროვე გარემოთი გამოირჩევა. დაიხვეწა მომსახურების სტანდარტი, რათა პაციენრებისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა მარტივი და მოსახერხებელი იყოს.
მონაწილეობა პროექტში:
პროდაქტ კონსალტინგი
ავეჯისა და ინტერიერის მასალების მიწოდება-მონტაჟი
წელი: 2022