დასრულდა მორიგი წარმატებული პროექტი ბათუმში, სასტუმრო Courtyard by Marriott -მა პირველი სტუმრების მიღება დაიწყო! ოფიციალური გახსნა აგვისტოს ბოლოს არის დაგეგმილი.
ჩვენი კომპანია ჩართულია სასტუმროს პროექტში 2018 წლიდან პროდაქტ კონსალტინგის, შესყიდვების დაგეგმარების, შესყიდვების და ფიტ აუტ-ის მიმართულებით.
150-ნომრიანი სასტუმრო „ალიანს პალასის“ მრავალფუნქციური კომპლექსის 1-5 სართულებზე არის განთავსებული. განვითარებული ინფრასტრუქტურა, დახვეწილი ინტერიერი, საუკეთესო სერვისი თქვენი კომფორტული დასვენების საწინდარია!